ანრი ოხანაშვილი - საერთო სასამართლოს სისტემაში კონკრეტულ თანამდებობებზე კონკრეტული პირების შერჩევა და არჩევა არის სასამართლოს შიგნით მიმდინარე პროცესი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან

საერთო სასამართლოს სისტემაში კონკრეტულ თანამდებობებზე კონკრეტული პირების შერჩევა და არჩევა არის სასამართლოს შიგნით მიმდინარე პროცესი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხებში ის პოლიტიკის შეტანას არ დაიწყებს და შესაბამისად, არც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს.

„ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს სისტემის ასეთ საკითხებზე, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული შეფასება სხვა არაფერია, თუ არა, ამ საკითხების პოლიტიკაში გადატანა, რაც არ არის ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისთვის“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდმა შექმნა ბევრი მექანიზმი იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და საზოგადოებამ მასზე განახორციელოს მონიტორინგი.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები შეეხო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამისად, დღეს, იქ მიმდინარე პროცესები უკავშირდება სასამართლოს და არა პოლიტიკას.

„ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდმა შევქმენით ძალიან ბევრი მექანიზმი იმისთვის, რომ სასამართლოს სისტემა იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მასზე საზოგადოებამ განახორციელოს მონიტორინგი. ამის ნათელი მაგალითია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის და არჩევის წესი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან, როგორც სასამართლოს სისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, ამ ფარგლებში, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეეხო ცვლილებები, გახდა უფრო მეტად გამჭვირვალე და კიდევ უფრო ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ეს არის საკითხები, რომელიც უკავშირდება სასამართლოს და არა პოლიტიკას“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო