ანრი ოხანაშვილი - ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული

ყველა ერთად ვმუშაობთ, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა ღონისძიებას ახორციელებს როგორც მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე, იმისთვის, რომ მოსახლეობამ საარჩევნო უფლების რეალიზება შეძლოს.

„ყველა ღონისძიებას ატარებს სახელმწიფო, შესაბამისი დაწესებულების მეშვეობით, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე და მეორე მხრივ, არჩევნების ჩატარებას არ შეექმნას საფრთხე და საარჩევნო უფლების რეალიზება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ. იცით, რომ კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, სადაც შესაძლებლობა არის ჩადებული პანდემიიდან გამომდინარე, სპეციალური უბნების შექმნასთან დაკავშირებით, ცესკო მუშაობს ამ საკითხებზე, იცით, რომ პარტიები ჩართული არიან ამ საკითხში. ჩვენ ყველა ერთად, არამარტო ხელისუფლება, არამედ, ყველა სუბიექტი - პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი პარტნიორები, ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას და იყოს ისეთი რეგულაციები, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო პირობებში ჩატარებას და საარჩევნო ხმის უფლების რეალიზებას და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება დაცული“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო