ლია მუხაშავრია - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არჩევნების მეორე დღესვე გათავისუფლდებიან.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩოვა არიან პოლიტპატიმრები, იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესის დროს დაიწყო მათ წინააღმდეგ დევნა, რაც გადაიზარდა მათ დაპატიმრებაში. ასე რომ, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდება არის უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელი. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე დღესვე ისინი გათავისუფლდებიან. ჩვენ ყველა, ვინც გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რაც მთავარია, სწორედ საზოგადოების დაკვეთის და მედიის აქტიურობის შედეგია ის, რომ დაიწყო იმ ადამიანების დაკითხვა, ვინც ამ დელიმიტაციის საკითხებში თანამდებობრივად იყო ჩართული“,-განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა