BBC - დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს კითხვა-პასუხის რეჟიმში, პირდაპირ ეთერში ერთსა და იმავე დროს უპასუხებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი „დემოკრატი“ მეტოქე ჯო ბაიდენი კითხვა-პასუხის სესიებს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე კანდიდატი ამომრჩევლების კითხვებს პირდაპირ ეთერში, ხუთშაბათს საღამოს, ერთსა და იმავე დროს უპასუხებენ.

პრეზიდენტ ტრამპის კითხვა-პასუხის სესია NBC-ზე, ბაიდენის კი ABC-ზე გავა ეთერში.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის 15 ოქტომბრისთვის დაგეგმილი მეორე სატელევიზიო დებატები გაუქმდა. საპრეზიდენტო დებატების კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირტუალურ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს