გიგი უგულავა - მინდა მადლობა გადავუხადო შალვა ნათელაშვილს და „ლეიბორისტულ პარტიას“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერისათვის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათელაშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავა არის ერთადერთი გამოცდილი და კომპეტენტური პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონში.

უგულავას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდაჭერა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შალვას და მთლიანად „ლეიბორისტულ პარტიას“, აქ, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მხარდაჭერისათვის. ჩემთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან ვაპირებ გამარჯვებას და მინდა ვიყო ყველა ზუგდიდელის მაჟორიტარი, მიუხედავად იმისა, მხარს დამიჭერენ თუ არა. ამიტომ, ერთობა იძლევა საშუალებას და საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ რეალური, ხელშესახები, გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ აქ ზუგდიდში და ქვეყანაში, შემოვაბრუნოთ ქვეყანა განვითარებისაკენ და გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან. ამავდროულად, მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვინც მენდო მე და ამ ოლქში მხარი დამიჭირა,“ - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გიგი უგულავა ღირსეული ოპონენტი და ასევე, ღირსეული თანამებრძოლია.

„გიგი უგულავა, დღეს არის ერთადერთი ქარიზმატული, გამოცდილი პოლიტიკოსი სამეგრელოს რეგიონიდან, ვისაც შეგიძლია ენდო და დაეყრდნო. ეს არის რეალობა, რადგან ის, როგორც ხელისუფალი, ასევე იყო ღირსეული ოპონენტი და როგორც თანამებრძოლი, ასევე არის ღირსეული თანამებრძოლი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

აღნიშნული ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო