საბერძნეთი თურქეთს სამთავრობო თვითმფრინავის განზრახ შეყოვნებაში ადანაშაულებს

საბერძნეთი თურქეთს ადანაშაულებს, რომ განზრახ შეაყოვნა სამთავრობო თვითმფრინავი, რომელსაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყიდან სამშობლოში გადაჰყავდა.

საბერძნეთის მხარის მტკიცებით, მათ თვითმფრინავს 20 წუთის განმავლობაში წრეზე მოძრაობამ მოუწია, ვიდრე თურქეთის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვას მიიღებდა.

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ეს არის თურქეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია. საბერძნეთის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება.

თურქეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თვითმფრინავი ერაყიდან ფრენის გეგმის გარეშე აფრინდა, თუმცა სიტუაციის გარკვევისთანავე მას უფლება მისცეს, 14 ოქტომბერს თურქეთის ცაზე ეფრინა.

შეგახსენებთ, საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანკარამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ბუნებრივი რესურსების სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო