ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა იმ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტრომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიმუშავა.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნატალია ვუტოვას უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე, ხაზი გაუსვა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და მრავალწლიან თანამშრომლობას.

ევროპის საბჭო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს