თამარ გაბუნია - ეპიდემიურ სურათში ანტირეკორდი გვაქვს - მეტად საყურადღებოა შემთხვევების მატება თბილისში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ლოგიკურია.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში ინფიცირების მატება.

„დღეს ანტირეკორდი გვაქვს ეპიდემიურ სურათში, ლოგიკური მაჩვენებელია იმასთან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა. აჭარაშიც არის მატება წინა დღეებთან შედარებით. ამგვარი მერყეობა მოსალოდნელია, თუმცა მეტად საყურადღებოა თბილისში შემთხვევების მატება. ამას ემსახურება მობილური ჯგუფების ვიზიტი და მოგეხსენებათ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს მარინა ეზუგბაიას ხელმძღვანელობით მობილური ჯგუფები, ისინი ასევე ეწვივნენ „მედალფას“ კლინიკას, სადაც მოხდა მიმდინარე ისტორიების შეფასება, გაწერის კრიტერიუმების განხილვა, რეზიუმეების შერჩევა, ეს პროცესი გაგრძელდება სულ მცირე კიდევ ერთი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება თბილისსა და იმერეთში დაწესებულ შეზღუდვებს, გაბუნიას თქმით, ეს შეზღუდვები პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიურ მაჩვენებლებს.

„როცა იცვლება ეპიდემიოლოგიური სურათი და საწოლფონდის დატვირთვა იზრდება, საჭირო ხდება დამხმარე ზომების გამოყენება. პირველ რიგში, რაზეც შეიძლება უარი ვთქვათ, ეს არის გართობა და ის ღონისძიებები, რომლებიც გარკვეულწილად შეიზღუდა თბილისსა და ქუთაისში შემთხვევების მატების გამო.

რაც შეეხება აჭარას, უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად გვექნება საშუალება, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს. იმედი გვაქვს, რომ აჭარის სტაბილიზაციის სურათი კვლავ დაბრუნდება, 200-ს ქვემოთ ჩამოვა და შენარჩუნდება. შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ დაღმასვლაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენციული და იმ ზომების გატარება, რაც ვიცით, რომ უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ტესტირებები უფრო მეტად ფოკუსირდა რისკ ჯგუფებზე.

„ტესტირება გახდა მეტად ფოკუსირებული და მიმართული რისკ ჯგუფებზე ჩვენ უკვე მიზანმიმართულად ვიკვლევთ იმ ჯგუფებს, სადაც ყველაზე მაღალია ინფიცირების ალბათობა. ალბათობა იმისა, რომ სადღაც ინფიცირების შემთხვევებია და ეს შემთხვევები გამოუვლენელი რჩება, პრაქტიკულად არ არსებობს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა