„ახალგაზრდობის სააგენტო“ ახმეტას ეწვია და მისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულება - „მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობა“ დაიწყო

„ახალგაზრდობის სააგენტო“ მისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას, 11 საპილოტე მუნიციპალიტეტთან ერთად, წელსვე დამატებით 4 მუნიციპალიტეტში დანერგავს, მათ შორისაა ახმეტის მუნიციპალიტეტი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდობის სააგენტოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 15 ოქტომბერს, სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, მიმართულების კოორდინატორთან და მოწვეულ ექსპერთან, ასევე APD დირექტორთან, მაკა სართანიასთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც მუნიციპალიტეტის მერს იოსებ ქარუმაშვილს და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

„დღევანდელი შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სამუშაო დეტალების განხილვას დაეთმო.

სააგენტოს რეფორმის ფარგლებში წელს ახმეტაშიც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყება.

ამ პროცესში მონაწილეობას ხსენებული მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მიიღებენ, რომლებსაც სააგენტო „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად“ გადაამზადებს. ტრენინგების მიზანია, მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება ახალგაზრდობის სფეროში, განივითარონ ახალი უნარები და კომპეტენციები, რაც მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებათ.

დამატებით 4 მუნიციპალიტეტში მუნიციპალურ ახალგაზრდულ საქმიანობას სააგენტო მშვიდობისა და განვითარების აკადემიის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, პროექტის “გააძლიერე ცვლილებისათვის - ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ახალგაზრდობის მონაწილეობისათვის” ფარგლებში ნერგავს.

სამწლიანი რეფორმის ფარგლებში, სააგენტო მუნიციპალურ ახალგაზრდულ პოლიტიკას საქართველოს 64–ვე მუნიციპალიტეტში დანერგავს, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე მდგრადი და ეფექტიანი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა