„მრავალეროვანი საქართველო“ პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო პროგრამას ახორციელებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მრავალეროვანი საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის პროგრამა მოიცავს ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების ადგილებს აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში, მათ შორის მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, გარდაბანში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, ახმეტაში, ყვარელში, კასპში, მცხეთასა და დედაქალაქის რაიონებში - ისანში, სამგორსა და კრწანისში.

მრავალეროვანი საქართველოს 21 გრძელვადიანი და 600 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, ზემოთ ხსენებულ მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქის რაიონებში.

„წინასაარჩევნო პერიოდში, ორგანიზაცია ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულობას, ამასთანავე აღრიცხავს, აკვირდება და სწავლობს ყველა დარღვევას, შემთხვევას თუ ფაქტს, რომელიც უკავშირდება: პოლიტიკური/საარჩევნო აქტივობების ხელის შეშლას; წინასაარჩევნო კამპანიაში სიძულვილის ენის გამოყენებას; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას; პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას, მუქარას, ან ფიზიკურ ანგარიშსწორებას; წინასაარჩევნო პერიოდში, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციის კამპანიაში მედიასაშუალებების გამოყენებას; ამომრჩევლთა მოსყიდვას და დაფინანსების წესების დარღვევას; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას; პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო აქტივობებს; პოლიტიკურ პარტიათა ქცევის კოდექსს.

დღეისათვის, ორგანიზაცია ახორციელებს მოკლევადიან დამკვირვებელთა შესაძლებლობების გაფართოების სასწავლო პროგრამას.

„მრავალეროვანი საქართველო“ ასევე დააკვირდება პროცესებს და მოვლენებს პოსტსაარჩევნო პერიოდშიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და რაიონებში. მრავალეროვანი საქართველო მონიტორინგის პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორების: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ასევე ფონდის ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის ფინანსური მხარდაჭერით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები