ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - კოვიდის მართვაში უკვე ჩაერთო კლინიკა „M მედი”, რომელიც ბავშვებზე იქნება ორიენტირებული

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდის მართვაში დამატებით უკვე ჩაერთო კლინიკა “M მედი“, რომელიც ბავშვების მიღებაზე იქნება ორიენტირებული.

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ორ კლინიკასთან - „ჯერარსთან“ და „ვივამედთან“ .

„ზოგადად, თბილისში ყველაზე მაღალია საწოლფონდი და ის კლინიკები, რომლებიც უნდა ჩაერთონ კოვიდის მართვის პროცესში, მთავრობის დადგენილებით უკვე დიდი ხანია განსაზღვრულია. დიდი კლინიკები, რომლებიც ჩაერთვებიან პროცესში ეს არის ბოკერიას სახელობის კლინიკა, რომელსაც 300-მდე საწოლფონდი აქვს. ასევე, უკვე ჩაერთო ახალი კლინიკა "M მედი”, რომელიც ბავშვებზე იქნება ორიენტირებული. ასევე, ორ კლინიკასთან მიმდინარეობს „ჯერარსი“ და „ვივამედი“ , რომელიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით და მათთან მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სწრაფად მოხდეს საწოლფონდის მობილიზება“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა