ფიქრია ჩიხრაძე - მივმართავ ხელისუფლებას, წინასაარჩევნო პერიოდში განათლების სისტემაში, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს

დაიწყო იმ სკოლის დირექტორების გათავისუფლება, რომლებიც არ აღმოჩნდნენ ხელისუფლების მეხოტბეები და მათ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულები. გაათავისუფლეს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელსაც ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ მოერიდნენ და თანამდებობიდან გაათავისუფლეს წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლის დირექტორი.

„წარმოუდგენელი და მოუთმენელია, სკოლას ვხედავდეთ ასე ჩართულს საარჩევნო პროცესში. რაღა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, სკოლის მასწავლებლებს, როგორ უნდა ასწავლონ მათ მოსწავლეებს თავისუფლება, როდესაც თვითონ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები არ უტოვებენ ფუნდამენტურ უფლებას-არჩევანის თავისუფლებას.

მივმართავ ხელისუფლებას, წინასაარჩევნო პერიოდში განათლების სისტემაში, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, რადგან ეს არის ზემოქმედების ინსტრუმენტი იმ უზარმაზარ არმიაზე, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებზე, რომ ისინი უპირობოდ გახდნენ ხელისუფლების მხარდამჭერები. და ეს ასე რომ არ არის, სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს სადამსჯელო ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა