თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდება.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის პირობებში უწევს არჩევნების ჩატარება.

„არჩევნებთან დაკავშირებით მზადება დიდი ხანია დაიწყო, ჩვენ მოვამზადეთ ძალიან დეტალური რეკომენდაციები საარჩევნო უბნებისთვის და ამომრჩევლებისთვის. არის მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ვფიქრობთ, რომ ამ პირობებში არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის პირობებში უწევს არჩევნების ჩატარება. მსგავსი გამოცდილება არსებობს და ვფიქრობ, რომ ამას საარჩევნო კომისია წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო