ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსების საკითხი არ განხილულა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ბაქო და ანკარა არ განიხილავს საკითხს, რომელიც თურქეთის სამხედრო ბაზის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მშენებლობას უკავშირდება.

მისი თქმით, თუკი აზერბაიჯანს სერიოზული საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, ქვეყანა ამ შესაძლებლობას გამოიყენებს.

„ეს საკითხი ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში არ განხილულა. ჩვენ გვაქვს საკმარისად ფართო სამართლებრივი ბაზა. საკმარისად დიდი რაოდენობის დოკუმენტები რჩება ძალაში, მათ შორის, სამხედრო სფეროში. თუკი აზერბაიჯანს დაემუქრება სერიოზული საფრთხე, რა თქმა უნდა, თურქეთი ჩვენი მოკავშირეა და გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. თუმცა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის შექმნის საკითხი არ განხილულა“, - განუცხადა თურქულ ტელეკომპანია „NTV“-ს ილჰამ ალიევმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა