საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ამირან გამყრელიძეს შეხვდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ, ამირან გამყრელიძეს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობები, ასევე ისაუბრეს ეპიდემიის პირობებში ეროვნული საზოგადოების სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობაზე.

„შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კრიზისის პირობებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეების, სათავო ოფისისა და ქვეყნის მასშტაბით 39 რეგიონული ფილიალის მობილიზებით ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომლის უპირველესი მიზანი კორონავისურის გავრცელების პრევენციაა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს