ევროკომისიის პრეზიდენტს კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო ევროკავშირის სამიტის დატოვება მოუხდა

ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს, კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო ევროკავშირის სამიტის დატოვება მოუხდა.

როგორც „როიტერი“ წერს, სამიტი ერთი საათის დაწყებულიც არ იყო მისი ამ განცხადებიდან.

ფონ დერ ლეიენის თქმით, მას კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც კოვიდ-19 აღმოაჩნდა, ამიტომ კარანტინში გადადის.

ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, თავად მისი პასუხი ტესტზე უარყოფითია.

„მე ახლახანს მაცნობეს, რომ ამ დილით ჩემს თანამშრომელს კოვიდ-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. ჩემი პასუხი უარყოფითია, თუმცა პრევენციის მიზნით, სასწრაფოდ ვტოვებ ევროკავშირის საბჭოს და თვითიზოლაციაში გადავდივარ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო