ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ბრალდებულთა ჩვენებების სისწორე, რომ „ტოიოტა ქემრიში“ ვასილ მახარაძესთან ერთად ვახტანგ ჩიქოვანი და ზ.ხ. იმყოფებოდნენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიას თავდაყირა აყენებს.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა ეხება „ქებაბ ჰაუსის“ ვიდეო ჩანაწერებს, რომელშიც ჩანს, რომ „ტოიოტა ქემრიში“ ვასილ მახარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვანი ზ.ხ.

„დღეს სასამართლოში დაცვის მხარემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეხება „ქებაბ ჰაუსის“ ვიდეო ჩანაწერებს. ექსპეტიზის დაკსვნით, თავდაყირა დგება ბრალდების მხარის ისედაც აბსურდული ვერსია, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვასილ მახარაძე „ტოიოტა ქემრის“ მოტრიალების ეპიზოდში, ავტომანქანაში იმყოფებოდა მარტო. ამ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ „ტოიოტა ქემრის“ წინა მარჯვენა და მარცხენა კარები იღება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ბრალდებულთა ჩვენებების სისწორე, რომ „ტოიოტა ქემრიში“ ვასილ მახარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვანი ზ.ხ. დასკვნაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ექსპერტმა წინა მარჯვენა და მარცხენა კარების გაღების ფაქტები დააფიქსირა კარებზე არსებული სპეციალური სასიგნალო განათებით, რაც ამ მოდელის ავტომანქანას უკანა მარჯვენა და მარცხენა კარებზე არ გააჩნია. დასკვნაში ასევე ასახულია, რომ ავტომანქანასთან ჩანს რამდენიმე სილუეტი“, - განაცხადა შოთა კახიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს