ადვოკატი - ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს ბრალდების ვერსიას, თითქოს 5 ადამიანი იყო მდინარის პირას ჩასული და მათ ჩააგდეს გიორგი შაქარაშვილი წყალში

ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდების მხარის ვერსია რაც არის, რომ თითქოს 5 ადამიანი იყო ჩასული მდინარის პირას და თითქოს ამ 5-მა ადამიანმა ჩააგდეს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი წყალში, თავდაყირა აყენებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ,-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

როგორც გელხაური აცხადებს, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით მტკიცდება, რომ ამავე საქმეზე ბრალდებულ ვასილ მახარაძესთან ერთად მანქანაში კიდევ სხვა პირები იმყოფებოდნენ.

„თუ ბრალდების მხარე იმას ადასტურებს და ამბობს, რომ ამ დასკვნით არაფერი დგინდება და მათი პოზიცია მყარდება, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ამის დართვას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე? ლოგიკურიც არის, რომ მათ არ აწყობთ ამის დართვა მტკიცებულებად.

ერთადერთი რამის დადგენა შეიძლება ამით, რომ მხოლოდ ვასილ მახარაძე არ ჯდება მანქანაში, მახარაძესთან ერთად სხდებიან კიდევ სხვა პირებიც, იღება ორი კარი. შუქის ანთება წინა ორ კარს აქვს და ეს ჩანს. აქ შეიძლება, იმსჯელოს ბრალდების მხარემ, რომ თითქოს უკან მანქანის ფარებს აქვთ ეს განათება, თუმცა, ეს ის მაშუქი არ არის, რაც კატეგორიულად დაწერა ექსპერტიზამ. იხსნება წინა ორი კარი და როგორ ჯდება ვასილ მახარაძე მარტო მანქანაში? ექსპერტიზის დასკვნა საუბრობს სილუეტებზეც. ბრალდების მხარის ვერსია რაც არის, რომ თითქოს 5 ადამიანი იყო ჩასული მდინარის პირას და თითქოს ამ 5-მა ადამიანმა ჩააგდეს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი წყალში, ამას თავდაყირა აყენებს და არის მითითება იმის, რომ ვასილ მახარაძესთან ერთად მანქანაში კიდევ სხვა პირები იმყოფებოდნენ“, - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს - არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა