ზურაბ ჭიაბერაშვილი - აუცილებელი იყო, რომ მთავრობას გრიპის ვაქცინები საკმარისი რაოდენობით გაზაფხულიდან დაერეზერვებინა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრილიყო

„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას გაზაფხულიდან უნდა დაერეზერვებინა გრიპის ვაქცინები საკმარისი რაოდენობით, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრილიყო.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, დღეს არსებული რაოდენობა რისკ-ჯგუფებსაც კი არ ყოფნის.

„22 აპრილს საჯაროდ გავაფრთხილე მთავრობა, რომ შემოდგომისთვის, როდესაც გრიპის სეზონი დაიწყებოდა, საჭირო იქნებოდა გაცილებით მეტი ვაქცინის დარეზერვება გრიპის აცრისთვის, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა, ზუსტად იმიტომ, რომ ერთმანეთში სინქრონში მოვიდოდა გრიპის სეზონი და კოვიდ ეპიდემია. სამწუხაროდ, დღეს ძალიან დიდი დეფიციტია გრიპის ვაქცინის და ის რაოდენობა, რაც ჯერჯერობით შემოტანილია, ნათლად აჩვენებს, რომ მოთხოვნა გაცილებით მეტია და რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის კომიტეტზე მიპასუხა, რომ ისინი გარკვეული გრაფიკით შემოიტანენ, მაგრამ აცრის პერიოდი სწორედ ახლაა. 800 000 პენსიონერს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს რისკი სწორედ ნოემბრიდან უდგება და შესაბამისად, თუკი აცრა ჩატარდება დეკემბერში ან იანვარში, ეს იქნება დაგვიანებული.

გრიპის ვაქცინით აცრა ამცირებს იმ რისკებს, რაც კორონავირუსთან არის დაკავშირებული და ამიტომ, აუცილებელი იყო მთავრობას გაზაფხულიდან დაერეზერვებინა გრიპის ამ შემოდგომისთვის შექმნილი ვაქცინები საკმარისი რაოდენობით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრილიყო, პირველ რიგში კი რისკ-ჯგუფები. დღეს რა რაოდენობაც არის, ის არ ყოფნის რისკ-ჯგუფებსაც კი”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს