თორნიკე ართქმელაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევა, მართლმსაჯულების სისტემის კიდევ ერთი კრახია

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის დანიშვნას ეხმაურება. მისი განმარტებით, „უღირსი ადამიანების ჩართულობა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაუშვებელია“.

ართქმელაძე მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს მანკიერი სასამართლო სისტემა ერთად შექმნეს.

„მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრი ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის კრახი. ადამიანი, რომლის პირადი დამსახურებით საკონსტიტუციო სასამართლოში, 10 წლის ვადით იქნენ განწესებული ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი არის გიორგი მიქაუტაძის საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმეში გიორგი მიქაუტაძის ბრალეულობა არ გამოკვეთილიყო. რაც შეეხება ვასილ როინიშვილს, იგი იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე 2009 წელს, რა დროსაც ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაში იყო ადამიანის უფლებები, სასამართლოში ხდებოდა პროკურატურის ინტერესების პირდაპირი გატარება”, - განაცხადა ართქმელაძემ.

მისივე განცხადებით, “ლელო” დიდი ხანია აპროტესტებს ასეთი უღირსი ადამიანების ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთად შექმნეს ეს მანკიერი სასამართლო სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს და ამას შეცვლის “ლელო”.

ართქმელაძის კომენტარს “ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო