არმაზ ახვლედიანი - ბათუმელები თავდაჯერებულები არიან, რომ 31 ოქტომბერს ბათუმშიც, აჭარაშიც და მთელ საქართველოშიც ვასრულებთ ივანიშვილიზმს

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ბათუმში, აღმაშენებლის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და ცვლილებების გეგმა გააცნო.

ახვლედიანის თქმით, ბათუმში არის ძირეული ცვლილებების მოლოდინი და „ყველა ერთად ელოდება ივანიშვილიზმის დასრულებას“.

ახვლედიანმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს დაიწყება ეპოქა, რომელიც როგორ ბათუმს, ისე მთლიანად საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ბათუმელები არიან იმედიანად, თავდაჯერებულები არიან იმ საკითხში, რომ 31 ოქტომბერს ბათუმშიც, აჭარაშიც და მთელ საქართველოშიც ვასრულებთ ივანიშვილიზმს, როგორც ანომალიურ მოვლენას და ვიწყებთ შეუქცევად რეფორმებს, რომლის მიზანია ნორმალური და განვითარებული ბათუმი და საქართველო”, - განაცხადა ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა