ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

პროექტ „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, ღონისძიება გახსნეს და ახალგაზრდებს მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია.

„სემინარზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ ნატო-საქართველოს და ნატო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სემინარის შემდეგ მოეწყო ექსკურსია ძველ თბილისში, სადაც მწერალი დათო ტურაშვილი ახალგაზრდებს ქალაქის ისტორიის შესახებ ესაუბრა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ამ პროცესში მათი ჩართულობის გაზრდა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი ჩატარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა