შაქარაშვილის საქმის პროკურორი - დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და ვერსიას დანაშაულთან დაკავშირებით

დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არათუ ატრიალებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, როგორც ისინი განმარტავენ, არამედ ადასტურებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და ვერსიას დანაშაულთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

პროკურორის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ვიდეო ჩანაწერებში ერთი ადამიანის სილუეტი ჩანს.

მისივე თქმით, ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ ერთი კარი იღება, მძღოლის მხრიდან და ავტომობილში ვასილ მახარაძე ჯდება.

„ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირაა საუბარი იმაზე, რომ ვიდეო კამერაში ჩანს სილუეტები, თუმცა მითითებულია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის სილუეტია. ექსპერტი ექსპერტიზაში ერთადერთი ადამიანის მოძრაობას ადასტურებს, თუმცა იქ განმარტავს, რომ წინა ორი კარის გახსნის მომენტია დაფიქსირებული შემდეგ, როდესაც ამ მანქანის შუქები ინთება. რაც შეეხება კარის გაღებას, წინა მარცხენა, მძღოლის კარი ნამდვილად იღება და ამას ჩვენ არ უარვყოფთ, რაც შეეხება მარჯვენა კარს, ეს კარი არ იღება. როდესაც დაცვის მხარე საუბრობს იმაზე, რომ სამი ადამიანი ჩაჯდა ავტომობილშიო, მათივე ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხება ის გარემოება, რომ სამი ადამიანი ჩაჯდა, როდესაც ექსპერტი ამბობს, რომ ორი კარი გაიღო, თუმცა ეს გარემოებაც გამოირიცხება იმით, რომ ექსპერტი პირდაპირ უთითებს, რომ ერთი ადამიანის სილუეტი ჩანს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

პროკურორის თქმით, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სუბიექტურია.

„რაც შეეხება უშუალოდ საექსპერტო კვლევას, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ექსპერტი აცხადებს, რომ ორი კარი იღება, მას გამოკვლეული არ აქვს ავტომობილი, არ აქვს ინფორმაცია მიღებული ამ ავტომობილზე, უშუალოდ კარის გაღების დროს ინთება თუ არა შუქები და ა.შ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები არის სუბიექტური, დაცვის მხარის ინტერესიდან გამომდინარე და არ დასტურდება არაფრით ორი კარის გაღება უშუალოდ „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში“, - განაცხადა პროკურორმა.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს