ილჰამ ალიევი - მომავალში მთიან ყარაბაღში მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ აზერბაიჯანელებმა და სომხებმა

მომავალში მთიან ყარაბაღში მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ აზერბაიჯანელებმა და სომხებმა , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის უმთავრესი ამოცანაა, გაამართლოს აზერბაიჯანელი ხალხის ნდობა.

„რაც შეეხება ისტორიაში როლს, იცით, რომ ამის შესახებ არც ადრე მიფიქრია, ახლა კი მითუფრო. ჩემი მთავარი ამოცანაა, გავამართლო აზერბაიჯანელი ხალხის ნდობა, შევასრულო ის დაპირება, რომელიც მივეცი მათ მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ამ თანამდებობაზე ვარ“ , - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, სომხები და აზერბაიჯანელები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ აზერბაიჯანის სხვა დასახლებულ პუნქტებშიც, მათ შორის ბაქოში, სადაც მრავალათასიანი სომხური თემია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო