არჩილ თალაკვაძე - “პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს

რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარ ანდიურს კუბილიუსის განცხადებას, რომელიც ევროპარლამენტის წევრმა „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, “პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს.

„მადლობა, რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია.

“პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს“,- აცხადებს თალაკვაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ მისი მისამართით გუშინ გაკეთებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსთან“ უპასუხა.

ევროპარლამენტარის თქმით, „სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება“.

„სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს ბრალს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს“, - განაცხადა კუბილიუსმა არჩილ თალაკვაძის მისამართით, რომელმაც ევროპარლამენტარს დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის "ტვიტერის" პოსტი დავით გარეჯის საკითხზე.

„საქართველოს ხელისუფლებამ "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის" ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა.

მაშინ, კუბილიუსის განცხადების პასუხად, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დავით გარეჯის თემა სასაცილო არ არის და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადება მიუღებელი იყო, რაზეც მისგან განმარტებას ელოდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო