„500 Startups"-მა,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საქართველოს ბანკმა პროგრამის „დემო დღეს“ უმასპინძლეს

„500 Georgia“ პროგრამის ორი გამარჯვებული სტარტაპი CARDEAL (ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარი) და Cargon (ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმა) 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც „500 Startups“-ის ერთთვიან პროგრამში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, მათი ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი „500 Startups“-ი შემოვიდა და აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 15 სტარტაპი შეარჩია.

„პროგრამის მეორე ეტაპისთვის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, რომლებიც ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე“ წარსდგნენ.

მათგან ხუთმა კომპანიამ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით განაგრძო პროგრამა, ხოლო დამატებით ინვესტიციას და ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი გამარჯვებული მიიღებს.

წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან: CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars; სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორთფოლიოში შედის ისეთი Unicorn სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით“, - აღნიშნულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა