ლევან გოგიჩაიშვილი - არ უნდა მოეწყოთ ზარ-ზეიმი, არ უნდა გამოეცხადებინათ კორონაზე გამარჯვება, რადგან ტრაბახი ყოველთვის ასე მთავრდება - სჯობს აღიარონ, რომ პროცესი გაექცათ

არ უნდა მოეწყოთ ზარ-ზეიმი, არ უნდა გამოეცხადებინათ კორონაზე გამარჯვება და არ უნდა დაეწყოთ ტრაბახი იმიტომ, რომ ტრაბახი ყოველთვის ასე მთავრდება ხოლმე. როგორ შეიძლებოდა კონტროლის მოდუნება?, - ამის შესახებ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა არსებული ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ მართვის პროცესი გაექცა.

„ვფიქრობ, სჯობს აღიარონ, რომ პროცესი გაექცათ, ვიდრე ქვეყანა კიდევ დააყენონ სერიოზული საფრთხის წინაშე. ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე, არ შეიძლება „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე რომ გამოდის, აზრზე არ არის, არც იცის, წარმოდგენა არ აქვს, რა პროცესთან გვაქვს საქმე და ერთიანი მესიჯბოქსით გვეუბნებიან, რომ პროცესი კონტროლდება. როგორ კონტროლდება პროცესი? 50-ჯერ მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე გაზაფხულზე. არ უნდა მოეწყოთ ზარ-ზეიმი, არ უნდა გამოეცხადებინათ კორონაზე გამარჯვება და არ უნდა დაეწყოთ ტრაბახი იმიტომ, რომ ტრაბახი ყოველთვის ასე მთავრდება ხოლმე. როგორ შეიძლებოდა კონტროლის მოდუნება? პროცესი უნდა ყოფილიყო გაკონტროლებული. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერის, კონცელიძის ფოტოები კი არ უნდა გაეკრათ, არამედ როგორც ბრიტანეთში და იტალიაშია, გაჩერებაზე და მეტროების ჩასასვლელებში, ამ დაავადების წინააღმდეგ მიმართული კონტროლი უნდა ყოფილიყო. პროპაგანდა უნდა გამოეყენებინა, ფული უნდა დაეხარჯა ხელისუფლებას ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს