ნათია თურნავა - სტარტაპები, ინოვაციები ჩვენი მომავალია და დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ინოვაციურ ეკოსისტემას

საქართველო მდიდარია ნიჭიერი და კრეატიული ადამიანებით, სტარტაპები, ინოვაციები არის ჩვენი მომავალი და ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ინოვაციურ ეკოსისტემას , - ამის შესახებ ნათია თურნავამ ქართული სტარტაპებისთვის გამართულ „დემო-დღეზე“ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნესსაქსელერატორის - 500 Startups-ის მიერ შერჩეული სტარტაპებიდან ორი გამარჯვებული - CARDEAL (ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარი) და Cargon (ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმა) გამოვლინდა, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულზე „სილიკონის ველიზე“ (Silicon Valley) გაემგზავრებიან და 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„მთავრობის მხარდაჭერით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ჩამოიყვანა მსოფლიოს ტოპ-სამეულში შესული 500 Startups - ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი აქსელერატორი, რომელიც ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა და სწორედ სტარტაპებში დებს ფულს. დღეს შედგა უპრეცედენტო დღე თბილისისთვის - პირველი „დემო-დღე“ ქართველი სტარტაპებისთვის, რომლებიც შეირჩნენ სწორედ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში, მთელი მსოფლიოს, მათ შორის ამერიკელი ინვესტორებისთვის მოეხსენებინათ საკუთარი ბიზნესიდეების შესახებ. თითოეულმა მათგანმა ძალიან მოკლე დროში, ორ წუთში შეძლო წარმოეჩინა თავისი იდეა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა ინვესტორების მხრიდან“ , - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, მთავრობის მხარდაჭერით გამართულმა მთელმა პროცესმა, რაც გულისხმობს სტარტაპების ტრენინგსა და შერჩევას, უკვე გამოიღო პირველი შედეგი და მათ, პრაქტიკულად, ერთ ჩადებულ დოლარზე უკვე მოიზიდეს ათჯერ მეტი ინვესტიცია - ეს არის 4 მილიონი დოლარი, რომელიც იქნა მოზიდული ქართული სტარტაპების მიერ მხოლოდ და მხოლოდ ამ შერჩევის პროცესში.

„მათ წინ აქვთ კიდევ ვიზიტი „სილიკონ ველიზე“ და ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერას“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც განსაკუთრებულ შეღავათიან რეჟიმს გულისხმობს სწორედ აიტი კომპანიებისთვის, რომლებიც არიან კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და პროგრამირებით დაკავებულნი.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ საშემოსავლო და მოგების ძალიან დაბალი - ხუთპროცენტიანი გადასახადი და პირველივე გამოხმაურება იყო ის, რომ ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული აიტი კომპანია "ეპამი“ ხსნის საქართველოში ოფისს - უკვე გადმოიყვანა თავისი თანამშრომლები და მომავალში დაასაქმებს საქართველოს ათასამდე მოქალაქეს. ეს არის ჩვენი ეკონომკური სტრატეგიის ერთ-ერთი დიდი მიმართულება, რომელიც უფრო მეტ ახალ ცოდნას, ახალ ტექნოლოგიებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, მეტ დასაქმებულსაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა