საფრანგეთში კორონავირუსის 30 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 30 621 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 88 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 33 125-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთში, საერთო ჯამში, ინფიცირების 809 684 შემთხვევაა გამოვლენილი. რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად 1 750 ადამიანს მკურნალობენ.

საფრანგეთში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, 9 ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი წესდება, რომელიც შაბათიდან, 17 ოქტომბრიდან, ამოქმედდება და მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კომენდანტის საათი“ იმოქმედებს საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე. კომენდანტის საათი მოიცავს პარიზსა და კიდევ რვა ქალაქს: რუანს, ლილს, სენტ-ეტიენს, ლიონს, გრენობლს, მონპელიეს, მარსელსა და ტულუზას.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში კორონავირუსის 30 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს