გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალური გაზსადენის 107,8 კმ-ზე არსებულ ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს 10:00 დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მთისძირი, ახალსოფელი, სარუსო, საცხენე, ჩანთლისყურე, თივი, ჭიკაანი, გავაზა, კუჭატანი, სანავარდო, წიწკაანაანთ სერი, შილდა, ენისელი, საბუე, ალმაატი, გრძელჭალა, გრემი, შაქრიაანი, თხილისწყარო.

"შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა