ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყირგიზეთის პარლამენტმა დღეს მიიღო. გარდა ამისა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი სადირ ჯაფაროვი დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

კონსტიტუციის თანახმად, სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომის შემდეგ დროებით მისი მოვალეობა პარლამენტის თავმჯდომარეს კანატბეკ ისაიევს უნდა შეესრულებინა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, რომელიც გუშინ გადადგა, ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, 4 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო: ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს