გერმანიაში კორონავირუსის 7 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 7 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 734-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ქვეყნის 16 ფედერაციული მხარის პრემიერს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

იხილეთ ვიდეო: გერმანიაში კორონავირუსის 7 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს