სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო

დღეს დილით, თითქმის ერთსაათიანი ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ შეტევა მოიგერია და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ვიდეო: სომხეთი და აზერბაიჯანი იუწყებიან, რომ კონფლიქტის ზონაში, სიტუაცია კვლავ დაძაბულია

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო

დღეს დილით, თითქმის ერთსაათიანი ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, აზერბაიჯანმა ჩრდილოეთის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ შეტევა მოიგერია და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადეს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

იხილეთ ვიდეო: სომხეთი და აზერბაიჯანი იუწყებიან, რომ კონფლიქტის ზონაში, სიტუაცია კვლავ დაძაბულია

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო