სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები წამების აღკვეთის კომიტეტის სტანდარტების თემაზე HELP-ის დისტანციურ კურსში ჩაერთნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის სტანდარტების თემაზე ინტენსიურ სწავლებას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 6 მოდულისაგან შემდგარი სასწავლო პროგრამა რამდენიმე თვის განმავლობაში დაიფარება და სწავლება HELP-ის დისტანციური პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება. კურსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივად გაივლიან.

გახსნით ღონისძიებაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სოფიო ჯიაძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ქეთევან სარაჯიშვილმა მიმართეს. კურსის ხელმძღვანელმა და თანაავტორებმა მსმენელებს დეტალური ინფორმაცია მიწოდეს წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტებისა და პროგრამით გათვალისწინებული საკითხების მნიშვნელობაზე.

წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების შესახებ ევროპის საბჭოს HELP-ის კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს წამების აღკვეთის კომიტეტის ძირითადი სტანდარტები თავისუფლების აღკვეთის ხუთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას: პოლიციის განყოფილებები, საპყრობილეები, მიგრანტთა დაკავების ადგილები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სოციალური მზრუნველობის დაწესებულებები.

,,სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მონაწილეებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, ერთგვაროვანი პრაქტიკის განვითარებასა და დაკისრებული ფუნქციების ეფექტიან განხორციელებაში დაეხმარებათ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საკითხები და შეფასება.

წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების თემაზე მიმდინარე პროგრამა მეორე დისტანციური სასწავლო კურსია, რომელის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში HELP-ის პლატფორმის ფარგლებში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაინერგა. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა