აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 47 და დაშავებულია 222 სამოქალაქო პირი

სომხეთის პროვოკაციის შედეგად დაღუპულია 47 და დაშავებულია 222 სამოქალაქო პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე 301 სამოქალაქო დაწესებულება და 1669 საცხოვრებელი სახლი სერიოზულადაა დაზიანებული.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს