გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას - თუ არ გეშინია, ნებისმიერ ადგილზე მზად ვარ მოვიდე  და თქვენი სახე ვაჩვენო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ მის წინააღმდეგ გამართულ დებატებში 7 ტყუილი თქვა.

გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დებატებში მონაწილეობის მისაღებად კიდევ ერთხელ გამოიწვია.

,,გუშინდელ დებატებში ვნახეთ ის ბევრი ტყუილი, რომლითაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას კვებავს. გახარია გაექცა დებატებს და არ მოვიდა, მის ნაცვლად მოვიდა მდინარაძე, რომელმაც 7 ტყუილი თქვა დებატებში. პირველი ტყუილი, რომ მათ თურმე შეუქმნიათ სამუშაო ადგილები ქვეყანაში. მე შემიძლია გაჩვენოთ ოფიციალური სტატისტიკა, რომ კორონავირუსამდე 40 000-ით არის შემცირებული სამუშაო ადგილების რაოდენობა. დღეს ამბობენ, რომ ისევ უნდათ დაპირდნენ ხალხს, რომ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნიან, დარწმუნებული ვარ, ამ ტყუილს არავინ შეჭამს. მეორე, რომ მას თურმე არ აქვს „ომეგას“ საათი, ეს რეგისტრირებული აქვს ოფიციალურ დეკლარაციაში, სწორედ ასე მდიდრდებიან ისინი და ღარიბდება ხალხი.

მას არ აქვს პასუხი რატომ აქვს პრემიერ-მინისტრს ნახევარ მილიონზე მეტი შენახული დოლარში დეპოზიტში და აცხადებს, რომ ჩვენ ლარს უნდა ვენდოთ. ეს არის მათი რეალური სახე და ამიტომ გახარია არ მოვიდა დებატებზე, თუმცა 14 დღეა დარჩენილი და ვთავაზობ მას: თუ არ გეშინია, ნებისმიერ ადგილზე მზად ვარ მოვიდე და თქვენი სახე ვაჩვენო. არჩევანი ამ არჩევნებზე მარტივია - ან ფულის მკეთებელთა გუნდი „ქართული ოცნების“ სახით ან საქმის მკეთებელთა გუნდი -„სტრატეგია აღმაშენებლის“ სახით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა