რუსეთში კორონავირუსის 15 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 232 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 369 313 -მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 232 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 23 723-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამეში დაღუპული პაციენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 056 582 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა 15 000-ს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს