სულხან სალაძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გაათავისუფლონ

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რაც განაპირობებს დავსვათ მინიმუმ კითხვა, ხომ არ არის მოტივირებული ეს საქმე პოლიტიკური ინტერესებით. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ საქმეს ნამდვილად დაჰკრავს წინასაარჩევნო მიზნებისათვის დაწყებული გამოძიების სუნი, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

სალაძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გაათავისუფლონ.

„ჩვენ დეტალურად არ ვიცნობთ საქმის მასალებს და გამიჭირდება სიღრმეებში ჩასვლა, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი, რომ როდესაც წინასაარჩევნოდ ხდება ამ საქმის განხილვის საგნად ქცევა, გამოტანა დისკუსიებისთვის, როდესაც მუდმივად ეძღვნება გადაცემები ამ თემას, მათ შორის, ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი სატელევიზიო საშუალებებში, როდესაც არავინ არ სვავს კითხვას, რატომ ახლა, რამ გამოიწვია ამ გამოძების ახლა დაწყება და რატომ არა მაგალითად არჩევნების დასრულების შემდეგ, ლოგიკურია დავსვათ კითხვა, ეს არის მართლა გამოძიება თუ ეს არის პოლიტიკური მოტივებით განპირობებული გამოძიება?! ეს საქმე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ყველას ინტერესის საგანი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანები არჩევნების შემდეგ საერთოდ გარეთ გამოუშვან“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ საქმეში საია ჩაერთვება.

„ამ საქმეში ჩართულები არიან ძალიან კარგი ადვოკატები, ორივეს შემთხვევაში და ჩვენ პატივს ვცემთ მათ პროფესიონალიზმს. თუ ამის საჭიროება დადგება, ცხადია, მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ ამ ეტაპამდე დღის წესრიგში ეს საკითხი არ დამდგარა“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა