სერგი კაპანაძე - „ქართული მარში“ პირდაპირ „ქართული ოცნების“ ხელდასმული ორგანიზაცია და მათი პოლიტიკის მხარდამჭერია

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის შეფასებით, „ქართული მარში“ წლების გამავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდამჭერია. ამ განცხადებით მან გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისთან გუშინ გამართული აქცია შეაფასა, სადაც აქციის მონაწილეებმა ნიკა მალიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი ფოტოები დაწვეს.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება ცდილოს, ძალადობისა და დაშინების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

„ქართული მარში“ პირდაპირ ხელდასმული ორგანიზაციაა „ქართული ოცნების“ მიერ და მათი პოლიტიკის მხარდამჭერი მთელი ამ წლების განმავლობაში. გადახედეთ „ქართული მარშის“ სიას და ნახავთ, რომ იქ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ზოგი ყოფილი, ზოგი მოქმედი, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ. ეს ორი ორგანიზაცია პირდაპირ არის შერწყმული, ოღონდ ცოტა უფრო რადიკალური ფრთაა პოზიციონირებით „ქართული მარში“, ამიტომ, ნებისმიერი ქმედება: აქციები, ოპოზიციურ ოფისებთან პიკეტირება, არ აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობის“ იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიის ოფისის, ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გეგმა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმ პირობებში, როდესაც მათ არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის, არც ერთი პრობლემის მოგვარებაზე არ ესაუბრებიან, არც ეკონომიკის, არც კოვიდ 19-ის, არც სიღარიბის, არც უმუშევრობის, ერთადერთი რაც მათ დარჩათ, ეს არის ძალადობა, აგრესია, მოსყიდვა, დაშინება და იმაზე ხაზგასმა, რომ აი, წინა ხელისუფლებამ რაღაცები დააშავა. ეს არის მათი ერთადერთი დარჩენილი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც შეუძლებელია ხელისუფლება შეინარჩუნონ და მერე მართვა გააგრძელონ“,-განაცხადა კაპანაძემ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება