საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ეწვია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოვილას სტრაზდასს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ლევან ღირსიაშვილმა სტუმარს უწყებაში არსებული სიახლეები გააცნო.

ამერიკულმა მხარემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერა დაუდასტურა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერების პროცესში დახმარების მზაობა გამოთქვა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ნინო ბარქაია და ODC-ის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი, მაიორი დანიელ სეკულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის სწავლებებისა და სემინარების ორგანიზებაში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, აღნიშნული ოფისის დახმარებით მნიშვნელოვანად გაძლიერდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკური შესაძლებლობები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს