70-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლაში 29 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი შეწყდა

ზემო ფონიჭალში მდებარე 70-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი 29 ოქტომბრამდე შეწყდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დირექტორმა ვალერიან გიორგაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაინფიცირებული პედაგოგის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და სკოლაში შესაბამისი სადენზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„ერთ-ერთ პედაგოგს აღმოაჩნდა კოვიდინფექცია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება 29 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჯიმში გაგვეგრძელებინა. ვინც მასთან იყო შემხებლობაში ყველას ჩაუტარდა ტესტირება“, - აღნიშნა ვალერიან გიორგაძემ.

იხილეთ ვიდეო: 70-ე საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლაში 29 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი შეწყდა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს