"ნაციონალურ მოძრაობას" ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი შეუერთდა

"ნაციონალურ მოძრაობას" ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი შეუერთდა. ახალი წევრი საზოგადოებას გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარუდგინა.

ნიკა მელიას თქმით, ირაკლი ყიფიანი არ იქნება მხოლოდ ახალი სახე, ვინაიდან ის და მისი მეგობრები ახალ ხედვებს წარმოადგენენ, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა სიღარიბიდან და რთული ეკონომიკური მდგომარეობდიან. ნიკა მელიას თქმით, გეგმაში, რომელიც ირაკლი ყიფიანმა მეგობრებთან ერთად შეიმუშავა, კონკრეტულადაა გაწერილი საკითხები რა ვადაში რა რეფორმა უნდა გატარდეს "იმისთვის, რომ ქვეყნიდან ხალხი არ გარბოდეს და სამშობლოს დაუბრუნდეს".

"ირაკლი ყიფიანს ბოლო 3-4 თვის განმავლობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ეკონომიკური გეგმისა და საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ გეგმა, რომელიც დღეიდან იქნება წარმოდგენილი და მთელ ქვეყანას გავაცნობთ, თუ რას გააკეთებს გაერთიანებული ოპოზიცია " ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია" გამარჯვების შემდეგ, პროფესიონალების მიერ არის შემუშავებული. კიდევ უფრო მიხარია ის, რომ ეს პროფესიონალები წარმოადგენენ ახალგაზრდა, გამოცდილ თაობას, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც სათავეში ირაკლი ყიფიანი უდგას მეგობრებთან ერთად დღეის ჩათვლით არის "ნაციონალური მოძრაობის წევრი",- განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა