მაია ცქიტიშვილმა OECD-ის ვებინარში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ვებინარში „რეგიონული პოლიტიკა - ეკონომიკის აღდგენისა და მდგრადობის ამაღლების მხარდასაჭერად“.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პანდემიის გავლენაზე ისეთ მნიშვნელოვან სექტორებზე, როგორიცაა ქვეყნის ჯანდაცვა, განათლება და ეკონომიკა.

რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში სამუშაოები არ შეჩერებულა და სახელმწიფომ უზრუნველყო სამშენებლო მასალებზე ფასების შენარჩუნებაც.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. გეგმა მოიცავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების, საშუალო და მსხვილი მეწარმეების მხარდაჭერას, მათ შორისაა ტურისტული ბიზესიც.

„ამ მიმართულებებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გამოიყო 1.7 მილიარდი ლარი. აქედან, ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ 3000-ზე მეტი კომპანიისათვის უზრუნველყო 200 მლნ ლარის მობილიზება და ამ პროფილის ბიზნესისთვის გააუქმა საშემოსავლო გადასახადი. სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით გაიცა სახელმწიფო გრანტები და ტექნიკური დახმარება, შეღავათიანი აგრო-კრედიტები, ამოქმედდა სესხისა და ლიზინგის თანადაფინანსების პროგრამები, რისთვისაც გამოიყო 10 მლნ ლარზე მეტი. ეპიდემიამ თვალნათლივ გვაჩვენა ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა. ამავე დროს, ქვეყანას აქვს მზარდი პოტენციალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექსტილის და ტყავის, წამლების, ავტომობილის ნაწილების და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის წარმოება. ყველა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები 400-ზე მეტ პოტენციურ ინვესტორთან 32 ქვეყანაში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ადაპტაციის ეტაპზე, ანტიკრიზისული გეგმა მიმართულია იმ კონკრეტულ სექტორებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დგას რისკის ქვეშ.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი წლისათვის საქართველოში მოსალოდნელია 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც შესაძლოა ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ყველაზე სწრაფი მაჩვენებელი იყოს რეგიონში,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა