გიორგი ფხაკაძე - საქართველოში ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა - როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება

საქართველოში ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა. როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა შენ არ გაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კარანტინზე საუბარი არაპოპულარულია, მაგრამ ევროპისგან განსხვავებით საქართველოში ხალხი არც გადამზადებულა და ინფექციური საწოლების რაოდენობაც არასაკმარისია.

„საქართველოში ერთადერთი გამოსავალია ისევ კარანტინის შემოღება. ვიცი, რომ არაპოპულარულია რასაც ახლა ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანი გამლანძღავს, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება - არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. ევროპას ამის ფუფუნება აქვს, ხალხის გადამზადება უკვე აპრილიდან დაიწყო, საავადმყოფოების გადაიარაღება, ტრენინგები და ა.შ. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჯერ მზად არაა, ვერ მოემზადა. რეალურად, რეანიმატოლოგის გაზრდას უნდა 15-20 წელი, თქვენ ახლა 3 თვეში რეანიმატოლოგს ვერ მოამზადებით, შესაბამისად, რეალური სურათის თქმაა. უცხოეთის ქვეყნებს აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით!“, - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. რაც შეეხება მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებს, უკვე 39 მილიონს გადააჭარბა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია