გია ვოლსკი - “ქართული ოცნების“ ხელისუფლება წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით ბიზნეს არ ატერორებს, ყაჩაღურად არ ექცევა და ღირსებას არ ულახავს

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბიზნესს, რომელსაც წინა ხელისუფლება ატერორებდა, სურს, სტაბილურობა შეინარჩუნოს და ურთიერთობა იმ ხელისუფლებასთან ჰქონდეს, რომელიც მათი განვითარების საშუალებას იძლევა, - ასე ხსნის “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საარჩევნოდ ბიზნეს კომპანიების მხრიდან მმართველი პარტიის დაფინანსებას.

ვოლსკის თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით ბიზნეს არ ატერორებს, ყაჩაღურად არ ექცევა და ღირსებას არ ულახავს.

“უნდა დავფიქრდეთ, თუ რასთან ჰქონდა საქმე ბიზნესს და რასთან აქვს მას საქმე, რატომ შეიძლება ბიზნესმენს უნდოდეს, რომ ხელისუფლებაში სწორედ “ქართული ოცნება“ იყოს და მას დაეხმაროს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს