გია ვოლსკი - ანდრიუს კუბილიუსი “ნაცმოძრაობის“ ისეთივე მხარდამჭერი და პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა

ანდრიუს კუბილიუსი “ნაციონალური მოძრაობის“ ისეთივე მხარდამჭერი და პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კუბილიუსის მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პოლიტიკური არქეოლოგიით არის დაკავებული.

“ანდრიუს კუბილიუსის პოზიცია გასაკვირი არ არის. უბრალოდ გამაღიზიანებელი და საზოგადეობისთვის შეურაცხმყოიფელია ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტარის თქმით, “სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება“. “ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს ბრალს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს“, - განაცხადა კუბილიუსმა არჩილ თალაკვაძის მისამართით, რომელმაც ევროპარლამენტარს დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს