აშშ-მ საქართველოს გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ს კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს წარმატებული თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის რაიონის პროკურატურა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ისნის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიერ გაწეულ დახმარებას, როდესაც აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანადის მოქალაქე მ.პ. დააკავეს.

,,მ.პ. აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებული თაღლითობის ბრალდებისთვის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იძებნებოდა. მ.პ.-ს დაკავების ბრძანება აშშ-ს სამხრეთ კალიფორნიის საოლქო სასამართლოს მიერ არის გამოცემული.

მ.პ.-ს და მისი თანამონაწილის უკანონო ქმედებების შედეგად, რაც გამოიხატა მათ ქვემდებარეობაში მყოფი კომპანიის მიერ შეუსაბამო ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებაში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაყალბებაში, აფრიკის რეგიონში არსებული აშშ-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი უხარისხობის გამო დაინგრა.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ.პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და ამჟამად, მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხი განიხილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო