კახა კალაძე - ჩვენ ყოველდღიურად გავიმარჯვებთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს

ჩვენ, მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ზრუნვა, მუშაობა, ღირსეულად რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ლანჩხუთსა და რეგიონში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარადგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები როგორც ამ რეგიონში, ასევე ქვეყანაში.

"ჩვენ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ. არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი და ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ჩვენ, მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ზრუნვა, მუშაობა, ღირსეულად რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ლანჩხუთსა და რეგიონში, ამისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, ერთად დგომა და მე დარწმუნებული ვარ, როგორც 31 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ბრძოლაში, ასე იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ყოვედღიურად გავიმარჯვებთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს