სემეკსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული სასმელი წყლის მიმწოდებელ ბიზნეს ოპერატორთა სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად რისკების მართვის ხელშეწყობა და ამ მიზნით მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

„მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებას სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სფეროში წარმოქმნილ დარღვევათა პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა, განხილვა და ანალიზი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ნარმანიას განცხადებით, უწყებებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევების დროულ გამოვლენას შემდგომი რეაგირების მიზნით.

„სემეკსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დღემდე არსებული თანამშრომლობა გამყარდა მემორანდუმით, რაც ცალსახად მისასალმებელია. მნიშვნელოვანია სააგენტოს ჩართულობა წყლის ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებით. საქართველოში სასმელი წყლის ხარისხი მოწმდება ყოველდღიურ რეჟიმში და სურსათის ეროვნული სააგენტო, ფაქტობრივად, ორმაგ კონტროლს განახორციელებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასმელი წყლის ხარისხის მუდმივ მონიტორინგსა და შესაბამისად, სასმელი წყლის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში იღებს და ამოწმებს წყლის სინჯებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან რეაგირების მიზნით.

„მემორანდუმის გაფორმება სემეკთან ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გააქტიურებას, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და წყლის ხარისხის კონტროლის უფრო ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას“ , - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა