არჩილ თალაკვაძე - ადამიანი იყო, არის და იქნება ჩვენი გუნდის ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი სახელმწიფოს ყველა სერვისი

ადამიანი იყო, არის და იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი სახელმწიფოს ყველა სერვისი და მისკენ უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ყურადღება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომრემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარადგენისას განაცხადა.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი, საზოგადოება, განსაკუთრებით გურია, ორიენტირებულია მომავალზე და სავსეა ოპტიმიზმით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ეს მშვიდობა უდევს საფუძვლად განვითარებას ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი აკეთებს უპრეცედენტო ინვესტიციას მომავალში. მომავალი არის "ქართული ოცნების"ყველაზე მთავარი საზრუნავი დღეს. ფუნდამენტური რეფორმები განათლების სექტორში, ჩვენ ვდებთ უპრეცედენტო ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში. ეს ყველაფერი არის მომავალი და ემსახურება უკეთესი მომავლისთვის მუშაობას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მთის პოტენციალი გამოვიყენოთ, გომისმთისა და ბახმაროს განვითარების ტემპები დაჩქარდეს, გვქონდეს თანამედროვე პროექტები", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა